logo
ENG



"ქურდებთან წავალ და გაარჩიონ საქმე" - ფოთში ბაზრის დირექტორმა ოპოზიციის წევრს სცემა

03 ნოე 202115:04
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორმა ნოდარ კორსანტიამ ოპოზიციის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოპოზიციის წევრი კორსანტიასთან გარემოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა, რა დროსაც მან კაცს თავში ჩაარტყა და აგინა.

"ჩემს კერძო საკუთრებაში შემოიჭრა... 4-ჯერ დავურეკე პატრულს, ახლა პირდაპირ ვაფიქსირებ - ახლა წავალ ქურდებთან და გაარჩიონ საქმე", - თქვა ბაზრის დირექტორმა.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ კორსანტია მათ ავიწროვებს და მუშაობაში ხელს უშლის.


close დახურვა